განცხადება მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების შესახებ

27 იანვარი 2017 წელი

 

 

2017 წლის 1 მარტიდან შპს „დელტა კომმი“ შეწყვეტს საცალო და კორპორაციული მომსახურების მიწოდებას და მის ნაცვლად მომხმარებლებს მოემსახურება შპს „მაგთიკომი“. შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან მომხმარებელმა ანგარიშსწორება უნდა აწარმოოს „მაგთიკომთან“.

ამჟამად „დელტა კომმში“, ა-ნეტში და დელტა-ნეტში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რომლითაც განხორციელდება ა-ნეტისა და დელტა-ნეტის  შერწყმა(მიერთება) „დელტა კომმთან“ და ამავდროულად იგეგმება „დელტა კომმის“ კორპორაციული და საცალო მომსახურების გასაწევად საჭირო ყველა აქტივის გადაცემა მაგთიკომისთვის.

მხარეები გეგმავენ რეორგანიზაციის და აქტივების გადაცემის პროცესის დასრულებას მიმდინარე წლის 1 მარტისათვის, რის შემდეგაც დელტა კომმისნაცვლად მომსახურებას გაგიწევთმაგთიკომი.“

საკაბელო ინტერნეტის და კოლოკაციის მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების თარიღიდან, მიმდინარე წლის 1 მარტიდან,  „მაგთიკომიჩაანაცვლებსდელტა კომმს და იკისრებს ყველა იმ ვალდებულებას და გამოიყენებს ყველა იმ უფლებას, რაც გათვალისწინებულია თქვენსა დადელტა-ნეტსშორის მოქმედ ხელშეკრულებაში.

რეორგანიზაციისა და აქტივების გადაცემის პროცესი და მომსახურების მიმწოდებლის ცვლილება არ შეაფერხებს თქვენთვის მომსახურების მიწოდებას.

მიმდინარე წლის 1 მარტიდან:

  • მაგთიკომიუზრუნველყოფს თქვენთვის მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას
  • მომსახურებას მიიღებთ მაგთიკომის ოფისებში (თბილისის ნებისმიერ ოფისში და რიგ რეგიონალურ ოფისებში); 
  • გადახდის მეთოდები რჩება უცვლელი;
  • ცხელი ხაზის ნომერი რჩება უცვლელი.

მაგთიკომის საბანკო ანგარიში:

შპსმაგთიკომი

. თბილისი, პოლიტკოვსკაიას N7

საიდ.კოდი: 204876606

ვითიბი ბანკი ჯორჯიას ცენტრალური ფილიალი:

ბანკის კოდი № UGEBGE22

/ GE73VT6600000000423607

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!  საიტზე დაგასვლა

©2017 Delta-COMM.